State College, PA
"NKL Logistics" აცხადებს ვაკანსიას დისპეჩერის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ:
NKL Logistics არის ამერიკული ლოგისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ტვირთების ტრანსპორტირებაზე აშშ-ის მასშტაბით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ასობით დამოუკიდებელ მძღოლთან და ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და კომუნიკაბელურ დისპეჩერს, რომელიც შეავსებს ჩვენს ზრდად გუნდს.
რა მოგიწევთ მუშაობის დროს:
სატვირთო პლატფორმებზე (მაგ. DAT, TruckStop და სხვა) ტვირთების ძიება მძღოლებისთვის
მჭიდრო კომუნიკაცია მძღოლებთან — მათთვის შესაფერისი ლოდების შერჩევა და დაგეგმვა
მოლაპარაკება ფასებზე ბროკერებთან — სატვირთო ტარიფების შეთავაზება და შეთანხმება
ტვირთების "დაბუქვა" და პროცესის მონიტორინგი დატვირთვიდან დაცლამდე
დროული რეაგირება გზაში წარმოქმნილ პრობლემებზე
ეფექტური კომუნიკაცია ბროკერებთან, გამგზავნებთან და მიმღებებთან, როგორც ტელეფონით, ასევე ელფოსტით
ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მართვა
რას ვითხოვთ კანდიდატისგან:
ინგლისური ენის მაღალი დონე (C1+) — აუცილებელია წერითი და ზეპირი კომუნიკაციისთვის
სატელეფონო და ელფოსტის კომუნიკაციის გამოცდილება
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სტრესულ გარემოში სწრაფი რეაგირების უნარი
Multitasking-ის უნარი და ეფექტური დროის მართვა
სატრანსპორტო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
კომპიუტერული პროგრამების (Gmail, Excel, Google Sheets, CRM სისტემები) ცოდნა
გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 17:00–03:00 (თბილისის დროით)
ანაზღაურება: მოგების % + ბონუს სისტემა შედეგების მიხედვით
ტრენინგი: ერთკვირიანი დისტანციური სწავლება
გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@nkllogistics.com